დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი

ხშირად შეიძლება არც კი ვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის დღიდან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ბრძოლის ველზე გმირულად იცავდნენ.

ბევრი მათგანი ამ ომებს შეეწირა და მათი სახელი უკვდავია ჩვენთვის. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის დასაცავად იბრძოდნენ და დღეს ჩვენს გვერდით არიან. ისინი განსაკუთრებულად საამაყოები არიან. მათი არსებობა გვიქმნის განცდას და მაგალითს, რომ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს - დამოუკიდებლობას, საფრთხე არ დაემუქრება.

კომპანია „სილქნეტმა“ ფონდისთვის გამოყო საქველმოქმედო ნომერი - 0 901 777 771. ამ ნომერზე სილქნეტის მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ქსელის აბონენტების მიერ განხორციელებული თითო ზარიდან შემოსული ერთი ლარი სრულად ირიცხება ფონდის ანგარიშზე.

„სილქნეტმა“ 2018 წლის ბოლოს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დაფუძნებისათვის Forbes Georgia-სგან ჯილდო მიიღო: „Forbes Georgia Social Impact” - ფორბსის ჯილდო სოციალური პასუხისგებლობისთვის.

სიახლეები

დაჭრილ მებრძოლთა კვირეული

08-07-24

30 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით, წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, ტრადიისამებრ, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეული გაიმართა.  კვირეულის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პაატა პატიაშვილი, ამერიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, რობინ დენიგანი, ამერიკის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო (COL Joseph Bilbo), "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისა" და სილქნეტის გენერალური დირექტორი, დავით მამულაიშვილი, აგრეთვე სხვა საპატიო სტუმრები, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები.

გაიგე მეტი

ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერა

31-05-2024

უკვე მეორე წელია, რაც ბრიტანეთის საელჩო „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბენეფიციარების შვილებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს აფინანსებს British Corner-ის მეშვეობით.

გაიგე მეტი

 

„გავერთიანდეთ ჩვენ გმირებისთვის“ - გამომცემლობა პალიტრა L-ის საქველმოქმედო აქცია ფონდის მხარდასაჭერად

21-03-24

პალიტრა მედიასა და გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ ფონდის მხარდასაჭერი აქცია ჩატარდა ბიბლუსის მაღაზიებში, სადაც პალიტრა L-ის მიერ გამოცემული წიგნები გაიყიდა და შემოსული თანხები ფონდში ჩასარიცხად შეგროვდა.

გაიგეთ მეტი

2023 წლის 2 დეკემბერს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ტრადიციული საქველმოქმედო გალა ვახშამი გამართა

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ საზოგადოებას 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

2 დეკემბერს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო გალა ვახშამი, რომელსაც ესწრებოდნენ აშშ ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება რობინ დელიგანი, ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე, მინისტრის პირველი მოადგილე, გენერალ-მაიორი ლელა ჩიქოვანი, ასევე სამინისტროს სხვა წარმომადფენლები, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები, დიპლომატიური კორპუსი, ბიზნეს სექტორი და საზოგადოების სხვადახვა სფეროს წარმომადგენლები.

 

გაიგეთ მეტი

25 ნოემბერს თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციამ ფონდის მხარასაჭერი საქველმოქმედო მარათონი გამართა.

25-11-23

25 ნოემბერს თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციამ, ლისის ტბაზე, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად საქველმოქმედო მარათონი გამართა. საქველმოქმედო გარბენს საელჩოების წარმომადგენლები, მორბენალთა კლუბი და სხვა მოხალისეები შეუერთდნენ. მარათონში აქტიური მონაწილეობა მიიღეს, ასევე, საქართველოს თავდაცვის სამხედრო მოსამსახურეებმა და დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა.

 

გაიგეთ მეტი

17 ოქტომბერი - ვეტერანების დღე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

23-10-2-23

17 ოქტომბერი ვეტერანეის დღეა.  ამ თარიღის აღსანიშნავად სსიპ ვტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ოფიციალური მიღება გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, მთავრობის სხვა წარმომადგენლები, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გენერალური დირექტორი, დავით მამულაიშვილი, ასევე ვეტერანები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში დიდი მადლობა გადაუხადა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ 2018 წლიდან განხორციელებული სისტემატიური დახმარებისთვის.

გაიგეთ მეტი

დაჭრილ მებრძოლთა კვირეული

30-06-2023

30 ივნისს საქართველოში დაჭრილ მებრძოლთა დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მართავს დაჭრილ მებრძოლთთა კვირეულს წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში.

გაიგეთ მეტი

ფონდის მიმდინარე საქმიანობის შეჯამება

28-04-2023

აპრილის ბოლოს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომიდ ფონდმა“ მიმდინარე საქმიანობის შედეგები გააცნო საზოგადოებას. ფონდის მხარდაჭერაზე დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა და ვეტერანებმა ისაუბრეს. შედეგები ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა შეაჯამა და ახლო მომავლის გეგმებზეც ისაუბრა.

გაიგეთ მეტი

 

 

 

ტვ იმედის სიუჟეტი - ტრადიციული საშობაო მიღება წინანდლის მამულში

16-01-2023

გადაცემა „იმედის შუადღეში“ წინანდლის მამულში გამართული საშობაო მიღებისა და ფონდის განვლილი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

 

გაიგეთ მეტი

 

 

 

ევრონიუს ჯორჯიას სიუჟეტი - ტრადიციული საშობაო მიღება წინანდლის მამულში

14-01-2023

ფონდის მიერ ტრადიციად ქცეული საშობაო მიღება ევრონიუს ჯორჯიას ეთერით გაშუქდა. წინანდლის მამულში საშობაო მიღებაზე სილქნეტმა დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა, ვეტერანებსა და მათ მეუღლეებს უმასპინძლა. მიღება 11 იანვარს გაიმართა. საპატიო სტუმრების საახალწლო განწყობაზე თეატრალური კვარტეტი და სუხიშვილების ანსამბლი ზრუნავდა.

გაიგეთ მეტი

Invictus Games Foundation-თან თანამშრომლობა

2023-08-08

დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა ბრიტანული საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-ისგან მიღებული გრანტით საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის 10 ცალი მჯდომარე კალათბურთის ეტლი შეიძინა.

გაიგეთ მეტი

2022 წლის შედეგების შეჯამება და ტრადიციული წინასაახალწლო საქველმოქმედო გალა ვახშამი

22-12-2022

21 დეკემბერს ფონდის ტრადიციული წინასაახალწლო საქველმოქმედო გალა ვახშამი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, დაჭრილი მებრძოლები, დიპლომატიური კორპუსი: ელჩები და სამხედრო ატაშეები, ასევე, ნატოს სამეკავშირო ოფისისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი და საზოგადოების სხვადახვა სფეროს წარმომადგენლები.

გაიგეთ მეტი

ფონდის მხარდამჭერები

30-11-2022

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ არა მხოლოდ სხვადასხვა ორგანიზაცია და ფონდი უჭერს მხარს. დაარსებიდან ფონდთან საელჩოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც თანამშრომლობენ. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა ახლახანს საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება იყო.

გაიგე მეტი

ფლორიდაში ამერიკული კომპანიის, Silk Road Wines Foundation-ის მიერ საქველმოქმედო გალა ვახშამი გაიმართა.

10-09-2022

10 სექტემბერს, ფლორიდაში გამართული საქველმოქმედო ღონისძიების - Wine for Warriors შედეგად მიღებული თანხის ნაწილი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობას მოხმარდება.

გაიგე მეტი

ფლორიდაში ამერიკული კომპანიის, Silk Road Wines Foundation-ის მიერ საქველმოქმედო გალა ვახშამი გაიმართა.

10-09-2022

10 სექტემბერს, ფლორიდაში გამართული საქველმოქმედო ღონისძიების - Wine for Warriors შედეგად მიღებული თანხის ნაწილი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობას მოხმარდება.

გაიგე მეტი

უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერა.

11-07-2022

ფონდის თანა-დამფუძნებელმა, პაატა პატიაშვილმა უკრაინული ოჯახის ამერიკაში ჩაყვანა უზრუნველყო, რათა მათ სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო მომსხურება მიეღოთ.

გაიგე მეტი

23-30 ივნისს წეროვანში დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეული ჩატარდა.

01-07-2022

30 ივნისი, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეა.

დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეული გაიმართა 23 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში. გახსნას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ჭუმბურიძე მინისტრის მოადგილეები, სხვადასხვა ქვეყნების ელჩები, სამხედრო ატაშეები და სხვა. გახსნის ცერემონიას, ასევე დაესწრო „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი.

გაიგე მეტი

ფლორიდა, 2021 წლის 11 სექტემბერი - საქველმოქმედო გალა ვახშამი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად

11-09-2021

ამერიკული კომპანიის - Silk Road Wines-ის ორგანიზებით 11 სექტემბერს ფლორიდაში 2021 წლის მებრძოლთა თამაშების დაწყებისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო გალა ვახშამი გაიმართა, რომლის მიზანიც იყო ამერიკული ფონდის -’’Tunnel to Towers Foundation’’ და ჩვენი ფონდის მხარდაჭერა. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას ფონდის თანადამფუძნებელმა, პაატა პატიაშვილმა წარუდგინა.

გაიგე მეტი

„გაბედე თავგადასავალში მონაწილეობა“ - ფრანგი და ქართველი დაჭრილი მებრძოლების ერთობლივი მსვლელობა მყინვარწვერზე.

03-08-2021

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ ერთ საინტერესო ინიციატივას შეუერთდა, რომელიც ყოფილ ფრანგ ჯარისკაცს, გვინელ ბრეტონს ეკუთვნის. გვინელი აქტიურად მოგზაურობს და ქვეყნიდან ქვეყანაში საკუთარი ველოსიპედითა და ნავით გადაადგილდება და მიზნად მსოფლიოს შემოვლა აქვს დასახული.

გაიგე მეტი

2021 წლის შემაჯამებელი ანგარიში - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ 15 დეკემბერს საქველმოქმედო გალა ვახშამი გამართა და საზოგადოებას გაწეული საქმიანობის შედეგები წარუდგინა

 15-12-2021

საქველმოქმედო ღონიძიებას ესწრებოდნენ დიპლომატრულ კორპუსის, ნატოსა და აშშ-ს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის წარმომადგენლები, დაჭრილი მეომრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. შეკრებილ სტუმრებს ვიდეო მიმართვებით შემოუერთდნენ ფონდის ამერიკელი მხარდამჭერები და გამგეობის წევრები.

გაიგე მეტი

15 დეკემბერს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ საზოგადოებას 2020 წლის ანგარიში წარუდგინა

15-12-2020

ტრადიციულად, წლის ბოლოს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ საზოგადოებას განვლილი წლის ანგარიშს წარუდგენს. გამონაკლისი არც 2020 წელი იყო. ფონდს არ შეუჩერებია თავისი საქველმოქმედო საქმიანობა არც პანდემიის პირობებში, უფრო მეტიც, ასეთ ყველასათვის რთულ დროს ფონდმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო დაჭრილი მებრძოლების საჭიროებებს. ფონდის 2020 წლის შემაჯამებელი საქველმოქმედო ღონისძიება ვირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დაცვით გაიმართა ვირტუალურ რეჟიმში, რომელსაც შეუერთდნენ სხვადასხვა ქვეყნების ელჩები და სამხედრო ატაშეები, ევროკავშირის ელჩი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერი, ასევე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების, საქართველოს საბანკო ასოციაციის წევრების, ქალთა ასოციაციისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
 

გაიგე მეტი

მონაწილეობა Allied Forces Foundation-ის საქველმოქმედო მარშირებაში

30-10-2020

2020 წლის ოქტომბერში „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ თანადამფუძნებელმა, პაატა პატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო მაღალმთიან მარშირებაში Appalachian Yomp 2020. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ პარტნიორის და საქართველოს დიდი ხნის მეგობრის სტიუარტ ტეილორისა და მისი საქველმოქმედო ორგანიზაციის, Allied Forces Foundation-ის ორგანიზებით. მსვლელობამ აიღო სტარტი დასავლეთ ვირჯინიაში (Harper's Ferry) და დასრულდა პენსილვანიაში (Gettysbourg). ზემოხსენებული ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კიდევ უფრო აქტიური ჩართვა დაჭრილი, დაშავებული მებრძოლებისა და ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერის კუთხით. მარშირების იდეა ემყარება გუნდური მუშაობის პრინციპს, რომლის დროსაც ყველა მოხალისე (სამოქალაქო პირი, მთავრობისა თუ ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი) დაშავებული მებრძოლების მხარდამხარ გადალახავს მთიანი რელიეფის სირთულეებს 59 მილის მანძილზე. მსვლელობისას ამერიკელმა და ბრიტანელმა მეგობრებმა გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა, ხელი შეუწყონ მსგავსი ტიპის მხარდამჭერი აქტივობის ჩატარებას საქართველოში, რომელსაც მიეცემა ყოველწლიური სახე.

 

გაიგე მეტი

"Stephen Siller Tunnel to Towers“ ფონდის მხარდამჭერებთან შეხვედრა

11-09-2020

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დაფუძნებიდანვე ამყარებს ურთიერთობას სხვადასხვა უცხოურ მსგავს ფონდებთან, რათა მათი გამოცდილება გაიზიაროს. დაჭრილ ვეტერანთა და სამხედრო მოსამსახურეთა ღვაწლის დასაფასებლად მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოების გაერთიანება. ამერიკაში მსგავსი ფონდების საქმიანობის შესახებ ცნობადობა მაღალია და მათ საქმიანობაში ადამიანები აქტიურად ერთვებიან - ვისაც რითი შეუძლია. ფონდ "Stephen Siller Tunnel to Towers“-ის მხარდამჭერი, ამერიკელი ვეტერანი, ადალბერტ არაკელოვი საქართველოში ვიზიტისას შეხვდა ფონდის დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს და ფონდის ბენეფიციარებს, რათა მეტი გაეგო საქართველოში არსებული „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ შესახებ.

გაიგე მეტი

"Stephen Siller Tunnel to Towers“ ფონდის მხარდამჭერებთან შეხვედრა

11-09-2020

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დაფუძნებიდანვე ამყარებს ურთიერთობას სხვადასხვა უცხოურ მსგავს ფონდებთან, რათა მათი გამოცდილება გაიზიაროს. დაჭრილ ვეტერანთა და სამხედრო მოსამსახურეთა ღვაწლის დასაფასებლად მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოების გაერთიანება. ამერიკაში მსგავსი ფონდების საქმიანობის შესახებ ცნობადობა მაღალია და მათ საქმიანობაში ადამიანები აქტიურად ერთვებიან - ვისაც რითი შეუძლია. ფონდ "Stephen Siller Tunnel to Towers“-ის მხარდამჭერი, ამერიკელი ვეტერანი, ადალბერტ არაკელოვი საქართველოში ვიზიტისას შეხვდა ფონდის დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს და ფონდის ბენეფიციარებს, რათა მეტი გაეგო საქართველოში არსებული „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ შესახებ.

 

გაიგეთ მეტი

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინიციატივით საქველმოქმედო აქცია ჩატარდა ქართველი დაჭრილი მებრძოლების დასახმარებლად

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინიციატივით, საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასისა და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკ დანი პიტის მიერ მოეწყო საქველმოქმედო აქცია, რომელიც 31 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. შემოწირული თანხა გადაეცა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“. დიდი მადლობა საფრანგეთის საელჩოს თბილისში ქართველი დაჭრილი მებრძოლებისა და ვეტერანების თანადგომისათვის. სამშობლოსათვის მებრძოლი დაჭრილი მეომრების დაფასება და მათი ღვაწლის აღნიშვნა ყველა ჩვენგანის ვალია. მათდამი მადლიერების გამოსახატად მსგავსი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

11 ნოემბერს მიღება გაიმართა მისი აღმატებულება, ელჩის რეზიდენციაში, სადაც „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა გადასცა აქციის შედეგად შეგროვებული თანხის სიმბოლური ნიშანი. მიღებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ლელა ჩიქოვანი, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ჩაჩიბაია და სამინისტროს წარმომადგენლები.

გაიგეთ მეტი

ამერიკული სარეაბილიტაციო ცენტრის, “Boulder Crest Retreat”-ისა და დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის (WWSF) პირველი ერთობლივი ნაბიჯი

დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის (WWSF) თანადაფინანსებით ორგანიზება გაეწია ამერიკაში ქართველი ვეტერანების ვიზიტს. 5-12 ნოემბერს, ქართველ დაშავებულ ვეტერანებს უმასპინძლა სარეაბილიტაციო ცენტრმა “Boulder Crest Retreat” ვირჯინიაში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, Boulder Crest Retreat - ის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის კენ ფოლკის დახმარებითა და ქართული მხარის დაფინანსებით: დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისა (WWSF) და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით. ზემოხსენებულ ცენტრს ესტუმრა 2 ვეტერანი მეუღლეებთან ერთად, სადაც ისინი ჩაერთნენ ცენტრის ბაზაზე არსებულ პროგრამებში. აღნიშნული პროექტი გახლავთ “Boulder Crest Retreat”-ისა და WWSF-ის პირველი ერთობლივი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს სამომავლოდ, მეტი ქართველი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების ხელშეწყობას რეაბილიტაციის კუთხით.

გაიგეთ მეტი

ფონდის თანადამფუძნებელი ამერიკაში საქველმოქმედო ორგანიზაციის Challenge Athletes Foundation-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.

2019 წლის 6 მარტს დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის თანადამფუძნებელი, პაატა პატიაშვილი აშშ-ში ქალაქ სან დიეგოში შეხვდა ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის Challenged Athletes Foundation-ის ხელმძღვანელებს ვირჯინია თინლის, ნიკო მარკოლონგოს და ტრევის რიქსს. Challenge Athletes Foundation-მა ქართულ მხარეს საჩუქრად გადასცა მჯდომარე კალათბურთის 2 ეტლი საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა კალათბურთის გუნდისთვის.

გაიგეთ მეტი

15 დეკემბერს სილქნეტმა წინასაახალწლო საქველმოქმედო სადილი გამართა. ღონისძიებაზე ფონდის მმართველობამ შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა ფონდის საქმიანობა, მისია და მიზნები.

სხვა ქვეყნების გამოცდილებით, მსგავსი ფონდების საქმიანობაში ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში აქტიურად არის ჩართული როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნესი და საზოგადოება. „სილქნეტის“ მიერ დაფუძნებული ფონდის მიზანიც სწორედ ის არის, რომ საქართველოშიც პრიორიტეტული გახდეს ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი დაჭრილი მეომრების თანადგომა და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია.

WWSF, საქველმოქმედო სადილი (15.12.2018)

გაიგეთ მეტი

Silknet “Founded Wounded Warrior Support Foundation”. Company will make at least,  120 000 GEL of yearly donation for activities of the foundation.

Warriors wounded at the battles for our Nation’s freedom and unity are the most valuable assets of our county – they represent the symbols of freedom and peace. It is an honorable duty of every single citizen to express our deepest gratitude and support. In the regard of the latter, support of the business sector as a corporate citizen is especially vital.

კომპანია სილქნეტმა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი დააარსა

15 დეკემბერს სილქნეტმა წინასაახალწლო საქველმოქმედო სადილი გამართა. ღონისძიებაზე ფონდის მმართველობამ შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა ფონდის საქმიანობა, მისია და მიზნები.

სხვა ქვეყნების გამოცდილებით, მსგავსი ფონდების საქმიანობაში ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში აქტიურად არის ჩართული როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნესი და საზოგადოება. „სილქნეტის“ მიერ დაფძნებული ფონდის მიზანიც სწორედ ის არის, რომ საქართველოშიც პრიორიტეტული გახდეს ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლი დაჭრილი მეომრების თანადგომა და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია.

გაიგე მეტი
329 ბენეფიციარი
2,362,573.71 დახარჯული თანხა
6 პარტნიორი

პარტნიორები

0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა