2022-07-11

უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერა.

ფონდის თანა-დამფუძნებელმა, პაატა პატიაშვილმა უკრაინული ოჯახის ამერიკაში ჩაყვანა უზრუნველყო, რათა მათ სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო მომსხურება მიეღოთ.

 

ჩვენი ფონდის თანადამფუძნებლის, პაატა პატიშვილის დახმარებით წარმატებით განხორციელდა უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული სტეპანენკოების ოჯახის ჩაყვანა ამერიკაში, ქალაქ სან დიეგოში. იანას და მის დედას, ნატალიას დაბომბვის შედეგად ქვედა კიდურების ამპუტაცია ჩაუტარდათ. ამჟამად, ნატალიას უტარდება პროტეზირება მარცხენა ფეხზე, ხოლო იანას - ორივე ფეხზე.

ამისათვის საჭირო რთული სამედიცინო პროცესი და რეაბილიტაცია შესაძლებელი გახდა ამერიკელი მეგობრების Peter Harsch Prsotehtics და The Right to Walk Foundation-ის ინიციატივითა და მხარდაჭერით.

დღეს იანაც და ნატალიაც თავს კარგად გრძნობენ, პირველი ნაბიჯებიც უკვე გადადგმულია. პოზიტიური განწყობა და ღიმილი მათ სახეებზე ჩვენც გვახარებს და გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.ერთმანეთის გვერდში დგომა გვაერთიანებს

 

 

 

297618104 395485982686638 2703308253834711046 n

297618104 395485982686638 2703308253834711046 n

297712672 396117822623454 2372851691477040269 n

297712672 396117822623454 2372851691477040269 n
0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა