28 სექტემბერს ლისის ტბაზე დაჭრილ მბრძოლთა მხარასაჭერად საქველმოქმედო გარბენი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის ძალებისა მიეძღვნა და მიზნად ისახავდა დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერას. საქველმოქმედო გარბენის შედეგად შეგროვდა 6300 ლარი, რომელიც დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში გადაირიცხა.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვის ძალები “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან” და “თბილისის სამხედრო ატაშეთა ასოციაციასთან” ერთად მასპინძლობდნენ. გარბენი პირველად შარშან ჩატარდა თბილისის სამხედო ატაშეთა ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით. ღონისძიებამ წელს კიდევ უფრო მაშტაბური სახე მიიღო და ტრადიციად ჩამოყალიბდა.
საქველმოქმედო გარბენში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის სამხედრო მოსამსახურეებმა და დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა. მარათონს, ასევე, თავდაცვის მოხალისე ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათი მეგობრები და ოჯახის წევრები შეუერთდნენ.
საქველმოქმედო გარბენს არაერთი სპონსორი და მხარდამჭერიც ჰყავდა. ლისის ტბის დეველოპმენტ ჯგუფმა ტერიტორია გარბენის ორანიზატორებს უსასყიდლოდ დაუთმო. კომპანია Traillub-მა გარბენის მონაწილეების დროები და შედეგები სტარდარტების შესაბამისად შეაჯამა. გარბენის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ აერჩიათ სამი სხვადასხვა დისტანცია: 3კმ სახალისო გარბენი/სიარული ან საშეჯიბრო 5კმ-იანი და 13 კმ-იანი დისტანციები. ამ საშეჯიბრო დისტანციებში პირველი სამი საპრიზო ადგილის გამარჯვებულ ქალსა და მამაკაცს გადაეცათ მედლები 5 და 13 კილომეტრიან დისტანციებში. შერატონ მეტეხი პალასმა კი პირველი ადგილის გამარჯვებულები დაასაჩუქრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, ასევე, იზრუნა მონაწილეთა გამასპინძლებაზე, ხოლო ლისის ტბაზე შეკრებული საზოგადოების განწყობაზე კი თავდაცვის სამინისტროს მუსიკალური ბენდი ზრუნავდა.
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისგან” საქველმოქმეგო გარბენის ყველა მონაწილეს სამახსოვრო სამაჯურები გადაეცა წარწერით: “გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის”.
ამ საქველმოქმედო გარბენმა აჩვენა, თუ როგორ ერთიანდებიან ადამიანები დაჭრილ მებროლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ირგვლივ.