ფონდის მხარდამჭერები
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ არა მხოლოდ სხვადასხვა ორგანიზაცია და ფონდი უჭერს მხარს. დაარსებიდან ფონდთან საელჩოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც თანამშრომლობენ. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა ახლახანს საქველმოქმედო კონცერტის ჩატარება იყო.
გვიხარია, რომ ფონდის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. ახლახანს, დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშის მოადგილემ, მაიორმა ბრედლი ვუდვარდმა საქველმოქმედო კონცერტი გამართა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარების ფონდისა და „დაჭრილ მებრძლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად. შემოსული თანხების ნახევარი ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხა. მადლობას ვუხდით მაიორ ვუდვარდს გამოჩენილი კეთილი ნებისათვის. ფონდისთვის პატივია, მომავალ წელსაც გააგრძელოს ამ კეთილ საქმეში თანამშრომლობა.