საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინიციატივით საქველმოქმედო აქცია ჩატარდა ქართველი დაჭრილი მებრძოლების დასახმარებლად

.

.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინიციატივით, საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასისა და თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკ დანი პიტის მიერ მოეწყო საქველმოქმედო აქცია, რომელიც 31 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე მიმდინარეობდა. შემოწირული თანხა გადაეცა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“. დიდი მადლობა საფრანგეთის საელჩოს თბილისში ქართველი დაჭრილი მებრძოლებისა და ვეტერანების თანადგომისათვის. სამშობლოსათვის მებრძოლი დაჭრილი მეომრების დაფასება და მათი ღვაწლის აღნიშვნა ყველა ჩვენგანის ვალია. მათდამი მადლიერების გამოსახატად მსგავსი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

11 ნოემბერს მიღება გაიმართა მისი აღმატებულება, ელჩის რეზიდენციაში, სადაც „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა გადასცა აქციის შედეგად შეგროვებული თანხის სიმბოლური ნიშანი. მიღებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ლელა ჩიქოვანი, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ჩაჩიბაია და სამინისტროს წარმომადგენლები.

11 ნოემბერი ამერიკასა და ევროპაში ვეტერანთა ხსოვნისა და მათდამი სოლიდარობის დღეა. ამ დღის დაწესების იდეა პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გაჩნდა და მას შემდეგ აღინიშნება სხვადასხვა ქვეყნებში. სწორედ ამ დღის აღნიშვნას მიეძღვნა საფრანგეთის საელჩოს ინიციატივა თბილისში.

 

საფრანგეთში ამ დღის აღსანიშნავად ატარებენ « Bleuet de France »-ის ბროშებს (ქართულად ყვავილს ქვია „ღიღილო“). ამ თარიღამდე, ძალიან ბევრ საქველმოქმედო ღონისძიება ტარდება, მათ შორის ამ ბროშების გაყიდვა, რათა საბოლოოდ, შეგროვებული თანხა დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს გადასცენ. თბილისში საფრანგეთის საელჩომ ჩატარებული აქციით თანადგომა და სოლიდარობა გამოხატა ქართველი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების მიმართ.

0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა