2023-12-02

2023 წლის 2 დეკემბერს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ტრადიციული საქველმოქმედო გალა ვახშამი გამართა

2023 წლის 2 დეკემბერს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ტრადიციული საქველმოქმედო გალა ვახშამი გამართა

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ საზოგადოებას 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

2 დეკემბერს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ორგანიზებით გაიმართა საქველმოქმედო გალა ვახშამი, რომელსაც ესწრებოდნენ აშშ ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება რობინ დელიგანი, ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე, მინისტრის პირველი მოადგილე, გენერალ-მაიორი ლელა ჩიქოვანი, ასევე სამინისტროს სხვა წარმომადფენლები, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და ვეტერანები, დიპლომატიური კორპუსი, ბიზნეს სექტორი და საზოგადოების სხვადახვა სფეროს წარმომადგენლები.

ოფიციალური ანგარიშის წარდგენამდე, საზოგადოებას სიტყვით მიმართა სილქნეტის და “დაჭრილ მეობართა თანადგომის ფონდის” დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ქართველ გმირებს და ქვეყნის ერთიანობის  და ევრიპული მომავლის განსაზღვრის საქმეში მათი უდიდესი წვლილის შესახება ისაუბრა.

„15 დეკემბერს ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც მთელი ქვეყანა მოუთმენლად ველოდებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება დადებითი. და თუ ეს ასე მოხდა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ლომის წვლილი ამ საქმეში, თქვენ გეკუთვნით ჩვენო გმირებო“,- გიორგი რამიშვილი.

სპეციალურად ფონდის საქველმოქმედო ვახშამზე თავშეყრილ სტუმრებთან გაჟღერდა მნიშვნელოვანი გზავნილი ამერიკიდან. ეს არის გენერალ უესლი კლარკის მიმართვა ჩვენი დაჭრილი მეომრების და მათი მხარდამჭერებისთვის:

 

„მიაგებთ რა პატივს საქართველოს დაჭრილ მეომრებსა და ვეტერანებს, გთხოვთ, გადასცეთ ჩვენი ღრმა პატივისცემა მათი პატრიოტიზმისა და სამშობლოს წინაშე მსახურებისთვის.

 

ყველა მეომარს და პატრიოტს ერთი რამ აქვთ საერთო, - მიუხედავად ოკეანეებისა და საუკუნეებისა, რომელიც მათ აშორებს - ვალდებულება ემსახურონ ადამიანებს, მზადყოფნა გაუსწორონ თვალი საფრთხეს და მსხვერპლი გაიღონ, სწრაფვა უზრუნველჰყონ უკეთესი მომავალი თავისი ოჯახებისთვის და ძვირფასი ადამიანებისთვის, და უპირველეს ყოვლისა, გამბედაობა და სიმამაცე.

 

დღეს საქართველო კვლავ კაცობრიობის მომავლისთვის ბრძოლის ცენტრშია. უამრავი გეოსტრატეგიული ძალა იყრის თავს საქართველოს ირგვლივ. თქვენმა თავდადებამ და სიმამაცემ უკვე იქონია და კვლავაც იქონიებს გადამწყვეტ გავლენას საქართველოს საზღვრებს გარეთაც.  

 

იცოდეთ, რომ ჩვენ შეერთებულ შტატებში გხედავთ, აღფრთოვანებული ვართ თქვენი გამბედაობით, მსახურებითა და თავგანწირვით და ვლოცულობთ ჩვენი საერთო მომავლისთვის.

 

საუკეთესო სურვილები თანამებრძოლებს,

 

უესლი კ კლარკი

(გადამდგარი) გენერალი, აშშ-ს არმია”

 

ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა შეკრებილ სტუმრებს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და ახალ ინიციატივებზე ისაუბრა. ერთ-ერთი ასეთი სიახლე ვეტერანთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საპილოტე პროგრამაა, რომელიც ფონდმა სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთობლივად დააფინანსა.

„წამოვიწყეთ ახალი საპილოტე პროექტები, რომლებიც, წარმატების შემთხვევაში, განსაკუთრებით ვეტერანებსთვის, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ფსიქოლოგების ჯგუფის მუშაობა ვეტერანებთან, რომლებსაც აქვთ ფსიქოლოგიური რეაბილტაციის პრობლემა საზოგადოებაში. მე მინაჩნია, რომ ეს პროექტი ძალიან წარმატებული იქნება, პირველ რიგში, ამ ადამიანებისთვის და მათი ოჯახებისთვის. მისი მიზანია, დაეხმაროს ვეტერანებს, დაძლიონ ის სირთულეები რაც არის ფარდის უკან, რაც არ ჩანს საზოგადოებისთვის და რასაც გრძნობენ ოჯახის წევრები და თავად ვეტერანები“, -აღნიშნა დავით მამულაიშვილმა.

შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს, ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება რობინ დანიგანმა და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა, პოლკოვნიკმა რუშენ აბიდინოღლუმ.

საღამოს მსვლელობისას არაერთმა იურიდიულმა და კერო პირმა განახორციელა ფულადი შენატანი ფონდში. ეს თანხები 2024 წლის დაფინანსებებს მოხმარდება.

 

tch40272

tch40272

tch40156

tch40156

tch40098

tch40098

tch40159

tch40159

tch40076

tch40076

tch40200

tch40200

tch40277

tch40277

tch40055

tch40055

tch40204

tch40204

tch40079

tch40079

tch40126

tch40126

tch40198

tch40198

tch40120

tch40120

tch40099

tch40099
0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა