დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის (WWSF) თანადაფინანსებით ორგანიზება გაეწია ამერიკაში ქართველი ვეტერანების ვიზიტს. 5-12 ნოემბერს, ქართველ დაშავებულ ვეტერანებს უმასპინძლა სარეაბილიტაციო ცენტრმა “Boulder Crest Retreat” ვირჯინიაში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, Boulder Crest Retreat - ის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის კენ ფოლკის დახმარებითა და ქართული მხარის დაფინანსებით: დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისა (WWSF) და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით. ზემოხსენებულ ცენტრს ესტუმრა 2 ვეტერანი მეუღლეებთან ერთად, სადაც ისინი ჩაერთნენ ცენტრის ბაზაზე არსებულ პროგრამებში. აღნიშნული პროექტი გახლავთ “Boulder Crest Retreat”-ისა და WWSF-ის პირველი ერთობლივი ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს სამომავლოდ, მეტი ქართველი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების ხელშეწყობას რეაბილიტაციის კუთხით.