2025-09-21

დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი და SABADO Leadership Academy დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად

21 სექტემბერს დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის ინიციატივით, მანგლისში ოფიციალურად გაიხსნა SABADO Leadership Academy. აკადემია მიზნად ისახავს ლიდერობის უნარების განვითარებას მოზარდებში. სკოლა ფოკუსირებულია პრაქტიკულ, გამოცდილებაზე დაფუძნებულ სწავლებაზე. პროექტის უკან დგას ახლებური ხედვა, რომელიც ტრადიციული სწავლების მეთოდებისგან განსხვავებულ მიდგომას გულისხმობს. დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მეშვეობით „საბადოში“ გამართული საგანმანათლებლო აქტივობები, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბენეფიციარების არასრულწლოვანი შვილებისთვის.

ფონდი დიდ მადლობას უხდის აკადემიასა და ბატონ დავით ბეჟუაშვილს! მსგავსი ინიციატივებით ერთად ვაჩვენებთ, როგორ ვდგავართ ჩვენი გმირების გვერდით.

9

9

11

11

10

10

5

5

7

7

6

6

2

2

4

4

3

3

1

1
0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა