2022-10-17

17 ოქტომბერი ვეტერანების დღეა.

17 ოქტომბერი ვეტერანების დღეა.

 

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანების დღე აღინიშნება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში ამ დღესთან დაკავშირებით ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც პრემიერ მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, მთავრობის სხვა წარმომადგენლები, ასევე ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. შეკრება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ გახსნა და მადლობა გადაუხადა სტუმრებს დასწრებისთვის. მედიასთან საუბარში მან ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერის დიდ მნიშვნელობას, რომელსაც „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ წლებია ახორციელებს ვეტერანებისთვის.

 

ასევე, ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა პრეზენტაცია  ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში. აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური ახორციელებს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამას, რომელიც ფინანსდება აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ევროპული სარდლობის მიერ. ამ პროგრამის ფარგლებში ვეტერანების ჰოსპიტალს გადაეცა მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის დანადგარი. აპარატს ფუნქციონირებისთვის სჭირდებოდა დამატებითი დანადგარი რომლის შეძენაც ფონდმა დააფინანსა. აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა ჰოსპიტალს საშუალებას მისცემს ზუსტი დიაგნოზირება ჩაუტაროს ვეტერანებს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით.

 

ვეტერანების დღესთან დაკავშირებით სილქნეტმა საქველმოქმედო აქცია შესთავაზა თავისი მობილური ქსელის აბონენტებს. 17 ოქტომბერს საქველმოქმედო „სილქფესტის“ გააქტიურებით შემოსული თანხები მთლიანად გადაირიცხა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“.

 

photo 01

photo 01

photo 03

photo 03

photo 02

photo 02

veteranebi

veteranebi
0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა