„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დაფუძნებიდანვე ამყარებს ურთიერთობას სხვადასხვა უცხოურ მსგავს ფონდებთან, რათა მათი გამოცდილება გაიზიაროს. დაჭრილ ვეტერანთა და სამხედრო მოსამსახურეთა ღვაწლის დასაფასებლად მნიშვნელოვანია მთელი საზოგადოების გაერთიანება. ამერიკაში მსგავსი ფონდების საქმიანობის შესახებ ცნობადობა მაღალია და მათ საქმიანობაში ადამიანები აქტიურად ერთვებიან - ვისაც რითი შეუძლია. ფონდ "Stephen Siller Tunnel to Towers“-ის მხარდამჭერი, ამერიკელი ვეტერანი, ადალბერტ არაკელოვი საქართველოში ვიზიტისას შეხვდა ფონდის დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს და ფონდის ბენეფიციარებს, რათა მეტი გაეგო საქართველოში არსებული „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ შესახებ.