2022 წლის შედეგების შეჯამება და ტრადიციული წინასაახალწლო საქველმოქმედო გალა ვახშამი
21 დეკემბერს ფონდის ტრადიციული წინასაახალწლო საქველმოქმედო გალა ვახშამი გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, დაჭრილი მებრძოლები, დიპლომატიური კორპუსი: ელჩები და სამხედრო ატაშეები, ასევე, ნატოს სამეკავშირო ოფისისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი და საზოგადოების სხვადახვა სფეროს წარმომადგენლები.
ფონდის დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა და ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა ფონდის შედეგები და სამომავლო მიზნები გააცნეს შეკრებილ საზოგადოებას.
2022 წელს სილქნეტისა და სხვა კომპანიების, ასევე კერძო პირების ერთიანი ძალისხმევით ფონდმა 661 000 ლარი დახარჯა დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების, ასევე მათი არასრულწლოვანი შვილების მხარდასაჭერად. დაფინანსდა 53 დაჭრილი მებრძოლი: 17 ვეტერანი და 36 სამხედრო მოსამსახურე გადაუდებელი ოპერაციების, სამედიცინო მომსახურების, მედიკამენტებით უზრუნვეყოფის, სარეაბილიტაციო კურსების, საცხოვრებელი ფართის ადაპტირების, სასწავლო კურსებისა და არასრულწლოვანი შვილების საჭიროებებისათვის. ფონდის გამგეობის გადაწყვეტილებით, მომავალ წელს ფონდი მხარდაჭერას აღმოუჩენს, ასევე, დაჭრილ მებრძოლთა მეუღლეებსაც.
გამართულ საღამოზე ფონდში გაიღეს დონაციები სხვადასხვა სტუმარმა და კომპანიამ.