"დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი" დაფუძნებულია კომპანია სილქნეტის მიერ. დაფუძნებისთანავე, სილქნეტმა აიღო ვალდებულება, ფონდისთვის ყოველწლიურად გამოყოს თანხა. 2018-2024 წლების განმავლობაში, სილქნეტმა ფონდში 2,031,000.00 ლარის შემოწირულობა განახორციელა.
ფონდის საქმიანობა:
ჩვენი მისიაა მოვემსახუროთ საქართველოს ჯარში მომსახურე ყველა დროის დაჭრილ მეომარს, მათ არასრულწლოვან შვილებს და მეუღლეებს, დავეხმაროთ მათ ახალ სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაციას და ხელი შევუწყოთ მათ დამოუკიდებელ, სრულფასოვან საზოგადოების წევრებად ჩამოყალიბებას. მოვიზიდოთ თანხები და უზრუნველვყოთ ჩვენი ვეტერანების ღირსეული ყოფა.
ფონდის მიზანია იზრუნოს ისეთ საკითხებზე როგორიცაა:
- უმაღლესი განათლებისა და პროფესიული გადამზადების კურსების დაფინანსება/თანადაფინანსება;
- სამედიცინო დახმარება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, შესაბამისი გარემოს შექმნა დაზიანებებიდან გამომდინარე (საცხოვრებელი ბინების ადაპტირება, პანდუსის მოწყობა, საჭირო დამხმარე ინვენტარით უზრუნველყოფა);
- სხვა სახის დახმარება;
ერთი იდეის ირგვლივ საზოგადოების გაერთიანება ძალიან მნიშვნელოვანია. სილქნეტის მიერ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დაფუძნება და ამ ინიციატივაში საზოგადოების ჩართულობისკენ მოწოდება არის მკაფიო დასტური იმისა, რომ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ირგვლივ თითოეული ჩვენგანი მოვიაზრებით.
ხშირად შეიძლება არც კი ვიცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის დღიდან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას ბრძოლის ველზე გმირულად იცავდნენ. ბევრი მათგანი ამ ომებს შეეწირა და მათი სახელი უკვდავია ჩვენთვის. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის დასაცავად იბრძოდნენ და დღეს ჩვენს გვერდით არიან. ისინი განსაკუთრებულად საამაყოები არიან. მათი არსებობა გვიქმნის განცდას და მაგალითს, რომ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს - დამოუკიდებლობას, საფრთხე არ დაემუქრება.
სწორდ ამ ადამიანებზე ზრუნვისთვის დააფუძნა სილქნეტა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“, რომელიც სხვადასხვა წლებში, სამშობლოს მთლიანობისთვის მებრძოლ მეომრებს გაუწევს თანადგომას და ამაში საზოგადოების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.