ამერიკული კომპანიის - Silk Road Wines-ის ორგანიზებით 11 სექტემბერს ფლორიდაში 2021 წლის მებრძოლთა თამაშების დაწყებისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო გალა ვახშამი გაიმართა, რომლის მიზანიც იყო ამერიკული ფონდის -’’Tunnel to Towers Foundation’’ და ჩვენი ფონდის მხარდაჭერა. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ ღონისძიებაზე მოწვეულ საზოგადოებას ფონდის თანადამფუძნებელმა, პაატა პატიაშვილმა წარუდგინა. შეკრებილ სტუმრებს სიტყვთ მიმართეს “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” ბორდის საპატიო წევრმა, დევიდ შიმპმა და ამერიკაში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის ატაშე აშშ-ში, პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი, ატაშეს თანაშემწე, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე, პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში. შეკრებილი სტუმრების წინაშე, ონლაინ ჩართვით, დაჭრილი მებრძოლების მხარდაჭერა გამოხატა ყოფილმა კალათბურთელმა, NBA-ს ქართველმა მოთამაშემ, ზაზა ფაჩულიამ.
დიდ მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის ჩვენს ამერიკელ მეგობრებს - Silk Road Wines, რომელთაც გამოთქვეს სურვილი, რომ ამ საქველმოქმედო ღონისძიებიდან მიღებული შემოწირულობების ნაწილი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ ჩარიცხონ. ეს თანადგომის ჟესტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფონდისთვის. ერთიანი ძალებით მეტის გაკეთებას შევძლებთ ჩვენი გმირი დაჭრილი მებრძოლებისთვის.