„გავერთიანდეთ ჩვენ გმირებისთვის“ - გამომცემლობა პალიტრა L-ის საქველმოქმედო აქცია ფონდის მხარდასაჭერად
პალიტრა მედიასა და გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ ფონდის მხარდასაჭერი აქცია ჩატარდა ბიბლუსის მაღაზიებში, სადაც პალიტრა L-ის მიერ გამოცემული წიგნები გაიყიდა და შემოსული თანხები ფონდში ჩასარიცხად შეგროვდა. აქციის მთავარი გზავნილი იყო: „გადაოხადე რამდენიც გინდა. გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“. 21 მარტს პალიტრა მედიასა და გამომცემლობა პალიტრა L-ის წარმომადგენლებმა ფონდს შემოწირული თანხა გადასცეს. პალიტრა მედია, გარდა აღნიშნული აქციისა, ფონდს საკომუნიკაციო მხარდაჭერასაც აღმოუჩენს წლის განმავლობაში თავისი მედია არხების საშუალებით. ეს ძალიან ფასეული მხარდაჭერაა, რისთვისაც ფონდი დიდ მადლობას უხდის პალიტრა მედიის ხელმძღვანელობასა და მთელს გუნდს.