უკვე მეორე წელია, რაც ბრიტანეთის საელჩო „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ბენეფიციარების შვილებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს აფინანსებს British Corner-ის მეშვეობით. 31 მაისს მორიგი სასწავლო კურსის დასრულება აღინიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბრიტანეთის სამხედრო ატაშე, მეთაური სტივ ქუანთრილი, ფონდის ბენეფიციარები, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები. განსაკურებულ მადლობას ვუხდით ბრიტანეთის ელჩს, მის აღმატებულებას, მარკ კლეიტონს და სამხედრო ატაშეს, სტივ ქუანთრილს ამ მეტად საჭირო ინიციატივისთვის.