2019-12-23, პრესრელიზი

სილქნეტის მიერ დაფუძნებულმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ საზოგადოებას განვლილი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

report2

report2

 

გასულ წელს სილქნეტმა დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“, რომელიც სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს ეხმარება.

 

ამ საქმიანობის მეტ ეფექტიანობას კომპანია კერძო სექტორთან, სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან ერთობლივ ძალისხმევაში ხედავს. ამიტომ ფონდის მმართველობამ წლის შემაჯამებელი აქტივობა გამართა, სადაც მიიწვია ბიზნესის, საზოგადოების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტროს და ვეტერანების კავშირი. ამ ღონისძიებაზე ფონდმა შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა დეტალური ანგარიში, თუ როგორ საქმიანობდა ფონდი 2019 წლის განმავლობაში და რა საჭიროებებს მოხმარდა სილქნეტის მიერ გაღებული 120 000 ლარი და ის

შემოწირულობები, რაც გასულ წელს ბიზნეს კომპანიებისა და ინდივიდუალური შემოწირულობების მეშვეობით მოგროვდა.

 

მთლიანმა თანხამ 293 600 ლარი შეადგინა, რაზეც ფონდის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა მოწვეულ სტუმრებს სრული და გამჭვირვალე ანგარიშგება წარუდგინა. „თანადგომა ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მით უმეტეს, დაჭრილი მეომრებისთვის. ჩვენი მხრიდან, თავიდან ავიღეთ ვალდებულება ყოველწლიურად 120 000 ლარის შეწირულობა გაგვეკეთებინა. ეხლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომავალი წლიდან ეს თანხა გავასამმაგოთ და გავხადოთ 320 000 ლარი. მოხარულები ვართ, რომ ჩვენთან ერთად ძალიან ბევრს გაუჩნდა სურვილი და შემოგვიერთდნენ როგორც კომპანიების, ისე ინდივიდუალური შემოწირულობების სახით. დახმარებებს ვაწარმოებთ კრიტერიუმების შესაბამისად. ვეხმარებით დაჭრილ მეომრებსა და მათ არასრულწლოვან შვილებს როგორც ერთჯერადი დადგენილი თანხით, ასევე 50 პროცენტიანი თანადაფინანსების სახით. თანადეფინანსებისას აუცილებელი პირობაა, რომ საჭირო დაფინანსების ნახევარი უკვე მოძიებული იყოს. ფონდი მხოლოდ ამის შემდეგ აფინანსებს ბენეფიციარებს დარჩენილი თანხით, რაც არის იმის გარანტი, რომ თანხა სრულად იქნას მოგროვებული და დანიშნულებისამებრ გახარჯული“,- განაცხადა დავით მამულაიშვილმა.

 

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დაჭრილ სამხედროებსა და ვეტერანებს ეხმარება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტთან და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობით.

 

ამ თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი წლის განმავლობაში 50-მდე ბენეფიციარს დაეხმარა. დაფინანსდა გადაუდებელი ოპერაციები, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, პროფესიული გადამზადების კურსები, არასრულწლოვანი შვილების სარეაბილიტაციო კურსები და ოპერაციები, ადაპტირების შემთხვევები (ეტლის შეძენა, პანდუსის მშენებლობა) და სხვა.

 

გამართულ ღონისძიებაზე მთავრი მიზანი ფონდის მიერ გაწეული ანგარიშის წარდგენა იყო. შემოვიდა, ასევე, შემოწირულობები როგორც კერძო სექტორიდან, ასევე დიპლომატიური მისიებიდან და საზოგადოების წევრებისაგან.

 

ფონდის მმართველობა დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც გასულ წელს და ამჯერადაც შეუერთდა ფონდის საქველმოქმედო საქმიანობას.

 

სილქნეტის მიერ დაფუძნებულ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ სამომავლოდ უფრო ფართომასშტაბიანი გეგმები აქვს, რომელთა განხორციელებას საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს მხრიდან ერთობლივ ძალისხმევაში ხედავს.

 

ფონდის დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი: „ჩვენ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ საქმეში წარმატებული ქვეყნებისგან. ფონდს დაფუძნებისთანავე სხვადასხვა ქვეყნების ელჩებიც გვერდში უდგანან და ისინი დღესაც ჩვენთან ერთად არიან. გვინდა, რომ ეს ფონდი გახდეს საყოველთაო. ეს უნდა იყოს მთელი ქვეყნის ფონდი რათა ჩვენი სამშობლოს დამცველი დაჭრილი მეომრების ღირსეული ყოფა უზრუნველვყოთ“.

0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა