2023-10-23, სიახლე

17 ოქტომბერი - ვეტერანების დღე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

17 ოქტომბერი - ვეტერანების დღე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

17 ოქტომბერი ვეტერანეის დღეა. ამ თარიღის აღსანიშნავად სსიპ ვტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ოფიციალური მიღება გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, მთავრობის სხვა წარმომადგენლები, „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გენერალური დირექტორი, დავით მამულაიშვილი, ასევე ვეტერანები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში დიდი მადლობა გადაუხადა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ 2018 წლიდან განხორციელებული სისტემატიური დახმარებისთვის.

2023 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით ფონდმა 14 ვეტერანისთვის გაწია საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი აუცილებელი სამედიცინო მომსახურებების დაფინანსება, რამაც ჯამში 101 ათასი ლარი შეადგინა. ეს იყო სრულად 100%-ით დაფინანსებული საჭიროებები, როგორიცაა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება გერმანიის კლინიკაში, ქვედა კიდურების ორმაგი ამპუტაციის პროტეზების შეძენა, სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ფონდმა ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალისტის შეიძინა 121 000 ლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა. ეს არის მაგნიტური ტომოგრაფიის აპარატისთვის და ქირურგიული სტომატოლოგიისთვის საჭირო ულტრათანამედროვე აღჭურვილობა. ამან საშუალება მისცა ვეტერანთა ჰოსპიტალს, რომ უფასოდ მოემსახუროს ომის ვეტერანებს და გაუწიოს ესოდენ საჭირო დ ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება, რისი საშუალებაც აქამდე არ იყო. ამ დროისათვის, უკვე ათობით ვეტერანმა მიიღო ეს მომსახურება.

როგორც ფონდის გენერალური დირექტორი, დავით მამულაიშვილი აღნიშნავს, ფონდის სამომავლო მიზნებში ვეტერანთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის შექმნაა.

მათთვის, ვინც იბრძოდა...

0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა