2018-07-17, პრესრელიზი

„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დააფუძნა

რესპუბლიკაში“ კომპანია სილქნეტმა გამართა ღონისძიება, სადაც საზოგადოებას დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისმიზნები და უახლოესი გეგმები წარუდგინა.

 

ახლად დაარსებული ფონდის მზრუნველობა გავრცელდება არა მხოლოდ მოქმედ დაჭრილ სამხედროებზე, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლებში დაშავებულ ვეტერანებზეც.

ფონდის დაფუძნების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, თბილისის მერი, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ავსტრიის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიის და საფრანგეთის ელჩები, სამხედრო ატაშეები, ნატოს ძირითადი ჯგუფის და ამერიკის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები, დაჭრილი სამხედროები, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები და სხვა. ფონდის საქმიანობა დალოცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები.

საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას, მხარი დაუჭირეს სილქნეტის ინიციატივას და კერძო სექტორს ჩართულობისკენ მოუწოდეს.

ფონდის თანადამუძნებლები არიან კომპანია სილქნეტი, დავით მამულაიშვილი (სილქნეტის გენერალური დირექტორი) და პაატა პატიაშვილი (თავდაცვის სამინისტროს ფონდის ყოფილი დირექტორი). ფონდის გამგეობას წარმოადგენენ გიორგი რამიშვილი, თავმჯდომარე (სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე), ალექსი თოფურია, თავმჯდომარის მოადგილე (სილქ როუდ ჯგუფის და სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი) და გამგეობის წევრი დავით მამულაიშვილი, რომელიც ასევე ფონდის დირექტორია.


 

სილქნეტმა აიღო ვალდებულება, რომ ყოველწლიურად, სულ მცირე, 100,000 ლარი გაიღოს ფონდის დასაფინანსებლად და მუდმივად იზრუნოს ფონდის მხარდამჭერთა ზრდაზე. სილქნეტის ინიციატივას უკვე შეუერთდა კომპანია „დეტი“, რომელიც ფონდის ანგარიშზე ყოველწლიურად 20,000 ლარს შეიტანს. „ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ყოველწლიურად მინიმუმ 120 000 ლარით დავეხმარებით ჩვენს გმირებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თანხა წლიდან წლამდე გაიზრდება და სხვადასხვა კომპანიებიც მხარში დაგვიდგებიან ამ უმნიშვნელოვანეს წამოწყებაში. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მებრძოლებით და ამ ფონდის მეშვეობით ჩვენი მიზანია მორალური და მატერილური დახმარება გავუწიოთ მათ.“ - განაცხადა „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

 

ერთჯერადი შენატანები განახორციელეს ნატო-ს ძირითადმა ჯგუფმა (15 000 ლარი), საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (10,000 ლარი) და სპორტულმა კომპლექსმა „წრე“. ფონდის პარტნიორია „მოკავშირე ძალების ფონდი“, რომელიც ყოველწლიურად ორ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაზე მასპინძლობს დაჭრილ ქართველ მეომრებს.
 

უკვე სექტემბრიდან ფონდი დაიწყებს პრაქტიკულ საქმიანობას. გაწერილი იქნება კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება დაჭრილი მებრძოლებისთვის დახმარების გამოყოფა. აბსოლუტურად გამჭვირვალე და ყველასათვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია განთავსდება ფონდის ვებ გვერდზე. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად მოვახერხებთ ისე ვიზრუნოთ ჩვენს დაჭრილ მეომრებზე, როგორც ამას ახერხებენ სხვა ქვეყნებში მსგავსი ფონდები.“ - აღნიშნა ფონდის დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა.

ახალი ფონდის ხედვა, მისია და მიზნები დაეფუძნება გამჭვირვალობის და მაღალი პასუხისმგებლობის პრინციპებს. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო ეტაპობრივად წარუდგენს საზოგადოებას ფონდის საქმიანობის ანგარიშს და აწარმოებს აქტიურ კომუნიკაციას ფონდის ბენეფიციარების შესახებ.

0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა