ფონდმა საქველმოქმედო ვახშამი გამართა და საზოგადოებას 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა 18-12-2019

18 დეკემბერს ფონდის მმართველობამ წლის შემაჯამებელი აქტივობა გამართა. სტუმრებს წარედგინათ დეტალური ანგარიში იმის შესახებ, თუ რა საჭიროებებს მოხმარდა სილქნეტის მიერ გაღებული 120 000 ლარი და ის შემოწირულობები, რაც გასულ წელს ბიზნეს კომპანიებისა და ინდივიდუალური შემოწირულობების მეშვეობით მოგროვდა. ამ დახმარების მთლიანი თანხა 293 600 ლარია.

2019 წლის განმავლობაში დაფინანსდა 50-მდე სხვადასხვა სახის დახმარება: გადაუდებელი ოპერაციები, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები პროფესიული გადამზადებისთვის, არასრულწლოვანი შვილების სარეაბილიტაციო კურსები და ოპერაციები, ადაპტირება (ეტლის შეძენა, პანდუსის მშენებლობა), მედიკამენტების შეძენა, სარეაბილიტაციო კურსები და სხვა (ვეტერანების ამერიკაში ვიზიტი, ფინანსური დახმარებები).

ღონისძიების მსვლელობისას შემოვიდა, ასევე, შემოწირულობები როგორც კერძო სექტორიდან, ასევე დიპლომატიური მისიებიდან და საზოგადოების წევრებისაგან. ფონდის მმართველობამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც გასულ წელს და ამჯერადაც შეუერთდა ფონდის საქველმოქმედო საქმიანობას.

ფონდის დამფუძნებელმა, გიორგი რამიშვილმა, ასევე ფონდის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას განვლილი წლის შეჯამებასთან ერთად, სამომავლოდ გეგმების შესახებაც მოახსენეს, რომელთა განხორციელებას ფონდი საზოგადოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს მხრიდან ერთობლივ ძალისხმევაში ხედავს.

საქველმოქმედო საღამოს ესწრებოდნენ ბიზნესის, საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტროს და ვეტერანების კავშირი.

0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა