ფონდის თანადამფუძნებელი ამერიკაში საქველმოქმედო ორგანიზაციის Challenged Athletes Foundation-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.

2019 წლის 6 მარტს დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის თანადამფუძნებელი, პაატა პატიაშვილი აშშ-ში ქალაქ სან დიეგოში შეხვდა ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის Challenged Athletes Foundation-ის ხელმძღვანელებს ვირჯინია თინლის, ნიკო მარკოლონგოს და ტრევის რიქსს. Challenged Athletes Foundation-მა ქართულ მხარეს საჩუქრად გადასცა მჯდომარე კალათბურთის 2 ეტლი საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა კალათბურთის გუნდისთვის.

ამავე პერიოდში, ქართველმა დაჭრილმა და დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა წარმატებით იასპარეზეს სან დიეგოში მიმდინარე აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ ორგანიზებულ თამაშებში, სადაც ჯამში მოიპოვეს 38 მედალი. საქართველოს გუნდმა მჯდომარე კალათბურთის ფინალში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა გუნდი (Wounded Warrior Battalion – West Team 1) დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

Challenged Athletes Foundation - ის მიერ ქართველი დაშავებული მებრძოლებისთვის გადაცემული მჯდომარე კალათბურთის ეტლები, მნიშვნელოვანი და ფასეული საჩუქარია საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა კალათბურთის გუნდის სამომავლო წარმატებული ასპარეზობის გასაგრძელებლად.

ინფორმაცია დაშავებული ქართველი სამხედროების კალიფორნიაში მიღწეული მორიგი წარმატების შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

იხ. ბმული

0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა