მონაწილეობა Allied Forces Foundation-ის საქველმოქმედო მარშირებაში

2020 წლის ოქტომბერში „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ თანადამფუძნებელმა, პაატა პატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო მაღალმთიან მარშირებაში Appalachian Yomp 2020. აღნიშნული ღონისძიება გაიმართა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ პარტნიორის და საქართველოს დიდი ხნის მეგობრის სტიუარტ ტეილორისა და მისი საქველმოქმედო ორგანიზაციის, Allied Forces Foundation-ის ორგანიზებით. მსვლელობამ აიღო სტარტი დასავლეთ ვირჯინიაში (Harper's Ferry) და დასრულდა პენსილვანიაში (Gettysbourg). ზემოხსენებული ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კიდევ უფრო აქტიური ჩართვა დაჭრილი, დაშავებული მებრძოლებისა და ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერის კუთხით. მარშირების იდეა ემყარება გუნდური მუშაობის პრინციპს, რომლის დროსაც ყველა მოხალისე (სამოქალაქო პირი, მთავრობისა თუ ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი) დაშავებული მებრძოლების მხარდამხარ გადალახავს მთიანი რელიეფის სირთულეებს 59 მილის მანძილზე. მსვლელობისას ამერიკელმა და ბრიტანელმა მეგობრებმა გამოთქვეს სურვილი და მზადყოფნა, ხელი შეუწყონ მსგავსი ტიპის მხარდამჭერი აქტივობის ჩატარებას საქართველოში, რომელსაც მიეცემა ყოველწლიური სახე.

0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა