2018-07-16, პრესრელიზი

სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ აფუძნებს

სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაჭრილი მეომრები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ფასეულობას - თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლოს წარმოადგენენ, რომელთა მიმართ მადლიერების და მხარდაჭერის გამოხატვა ყველა მოქალაქის საპატიო მოვალეობაა. ამ საკითხში ბიზნესის, როგორც კორპორაციული მოქალაქის როლი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, კომპანია სილქნეტმა გამოთქვა მზადყოფნა სათავეში ჩაუდგეს ფონდს, რომელიც იზრუნებს ამ მნიშვნელოვან საკითხზე.

16 ივლისს, 15:00 საათზე „რესპუბლიკაში“ სილქნეტის ინიციატივით გაიმართება მიღება, სადაც საზოგადოებას დეტალურად გააცნობენ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მიზნებსა და უახლოეს გეგმებს.

ეს ინიციატივა არის გაგრძელება იმ მნიშვნელოვანი წამოწყებისა, რომელიც 2017 წლიდან ფონდის სახით თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში მოქმედებდა და ემსახურებოდა საქართველოს ჯარის მოქმედი კონტინგენტის დაფინანსებას. თუმცა, გაჩნდა საჭიროება როგორც ფონდის ბენეფიციართა კონტინგენტის, ასევე პოტენციური დონორების წრის გაფართოების მიზნით, ფონდის განვითარებაზე კერძო სექტორს ეზრუნა.

სწორედ ამიტომ, ფონდს სათავეში კომპანია სილქნეტი ჩაუდგა, რომელიც პროექტის განვითარებისთვის ყოველწლიურად, სულ მცირე, 120,000.00 ლარს გაიღებს და მუდმივად იზრუნებს ფონდის მხარდამჭერთა ზრდაზე. სილქნეტი ყველა ბიზნესორგანიზაციას, საქველმოქმედო ფონდებს, თითოეულ მოქალაქეს სთავაზობს შეუერთდეს ფონდის საქმიანობას და გახდეს ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი ინიციატივის თანამონაწილე.

ახალი ფონდის ხედვა, მისია და მიზნები დაეფუძნება გამჭვირვალე და პასუხისმგებლიან საქმიანობას, რომლის ანგარიშსაც ფონდის სამეთვალყურეო საბჭო ეტაპობრივად წარუდგენს საზოგადოებას და აწარმოებს აქტიურ კომუნიკაციას ფონდის ბენეფიციარების შესახებ.


 

დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი დაფუძნდა 2016 წლის 25 მარტს, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული პირი. ფონდმა დაიწყო აქტივობა 2017 წელს და მისი საქმიანობა ფოკუსირდებოდა იმ საჭიროებებზე, რაც გააჩნიათ შეიარაღებული ძალების მოქმედ დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახის წევრებს. დაარსებიდან ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ამერიკულ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან (Give an Hour, AFF – Allied Forces Foundation, Azalea Charities). მათ მიერ გაღებული შემოწირულობების ფარგლებში ფონდმა რამდენიმე პროექტი დააფინანსა. თუმცა, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე მდგრადობის პრინციპებიდან გამომდინარე, საქველმოქმედო ფონდების სახელმწიფო უწყებებში არსებობა არ არის მიღებული პრაქტიკა. სწორედ აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა ფონდის სამინისტროდან გამოცალკევება და კერძო სექტორიდან მძლავრი და სანდო პარტნიორის მოძიება, სადაც გადამწყვეტი ფაქტორი არა მხოლოდ ფინანსური კომპონენტი, არამედ კომპანიის რეპუტაცია და სანდოობ

0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა