2024-07-18

დაჭრილ მებრძოლთა კვირეული

30 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით, წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში, ტრადიისამებრ, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეული გაიმართა.  კვირეულის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, პაატა პატიაშვილი, ამერიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, რობინ დენიგანი, ამერიკის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო (COL Joseph Bilbo), "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდისა" და სილქნეტის გენერალური დირექტორი, დავით მამულაიშვილი, აგრეთვე სხვა საპატიო სტუმრები, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები.

 

თავის მისასალმებელ სიტყვაში თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მნიშვნელოვან როლს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვაში და მადლობა გადაუხადა ფონდის ხელმძღვანელობას ამისათვის.    

 

მედიასთან საუბრისას, ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დავით მამულაიშვილმა ისაუბრა იმ მხარდაჭერის შესახებ, რასაც ფონდი ახორციელებს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა შემომწირველებთან ერთად. “ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამდენად მომატებულია მებრძოლების მხარდაჭერის გაწევა, როგორც სახელმწიფოს, ისე ბიზნესის მხრიდან. უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში მოხდა მილიონ ლარამდე დახმარებების გაწევა სამხედროებსა და ვეტერანებისათვის. ფონდს აქვს გეგმა თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, თუ რა გზით უნდა ვიაროთ, რომ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს უფრო მეტი დახმარება გავუწიოთ, ” - განაცხადა დავით მამულაიშვილმა.

 

კვირეულის გახსნაზე გაიმართა დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ნამუშევრების და სამხედრო ტექნიკის გამოფენა. ორგანიზებული იყო სამხედრო მოსამსახურეთა შვილებისათვის გასართობი პროგრამა.

 

კვირის განმავლობაში მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრში იმართებოდა სპორტული შეჯიბრებები სხვადასხვა სახეობებში, სადაც დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები მათთვის ჩვეული შემართებითა და აზარტით ასპარეზობდნენ.

 

03

03

04

04
0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა