2018-12-27, პრესრელიზი

„სილქნეტის“ მიერ მიღებული ჯილდო „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დაფუძნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის ხელშეწყობისა და მეტი პოპულარიზაციისთვის

მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემის ქართულმა გამომცემლობამ Forbes Georgia-მ „სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დაფუძნებისათვის წლის გამარჯვებულ ბიზნესად სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით დაასახელა.

ფორბსის მიერ გამართულ წლიურ შემაჯამებელ საზეიმო მიღებაზე Forbes-მა წარმატებული ბიზნესები დაასახელა შემდეგ ნომინაციებში: Forbes Woman, Forbes Entrepreneur, Forbes Partner, Forbes Startup, Forbes Social Impact.

ჩამოთვლილი ჯილდოებიდან „სილქნეტმა“ Forbes Social Impact - ფორბსის ჯილდო სოციალური პასუხისგებლობისთვის“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დაფუძნებისათვის მიიღო:

Forbes Social Impact - Silknet გიორგი რამიშვილი, დავით მამულაიშვილი.

Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა და დამფუძნებელმა, გიორგი ისაკაძემ დაჯილდოებაზე აღნიშნა, რომ „სილქნეტი“ და მისი დამფუძნებელი, ასევე, „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი, უდავოდ, წლის მეწარმის ნომინაციაში გამარჯვებულად მოიაზრებდა, რადგან 2018 წელს „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ შეძენა უპრეცედენტო ეკონომიკური მოვლენა იყო ქვეყნისთვის. თუმცა, სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით გადაცემული ჯილდო „სილქნეტის“ ძალიან მნიშვნელოვან და სასარგებლო ინიციატივას ეხება: კომპანიამ წელს „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დააფუძნა, რომლის მიზანია სამშობლოს ერთიანობისათვის სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე დაჭრილი ქართველი მებრძოლების მხარდაჭერა.

ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და თავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენენ. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა ჩვენი საზოგადოების ასეთი ფასეული წევრების მიმართ მადლიერებისა და მოწიწების გამოხატვა. ეს ჩვენი ვალია. ისინი თავიანთი სიცოცხლის ფასად ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალს იცავდნენ. ეხლა კი, ჩვენი ჯერია, გავერთიანდეთ და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ვისაც როგორ შეგვიძლია - ეს არის ის სათქმელი, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია, რომ მიეწოდოს საზოგადოებას. ამიტომაც, Forbes Georgia-მ წლის ყველაზე გამორჩეული სოციალური პასუხისგებლობის კუთხით დაწესებული ჯილდო „სილქნეტს“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დაარსებისთვის გადასცა.

„სილქ როუდ ჯგუფის„ დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი თვლის, რომ ეს ჯილდო დროული და აუცილებელიც იყო ამ მეტად საჭირო ინიციატივის პოპულარიზაციისთვის: „ეს ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წლის მეწარმის ჯილდო, თუმცა ესეც საპატიოა, რა თქმა უნდა და წინასწარ ვულოცავ მას, ვინც ამ ჯილდოს მიიღებს. ეს (Forbes Social Impact) ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის“,- აღნიშნა გიორგი რამიშვილმა და მადლობა გადაუხადა Forbes Georgia-ს, ასევე, თავისი გუნდის წევრებს და გამოსვლა ამ სიტყვებით დაასრულა: „ყველა ჩვენი ნაბიჯი და თითოეული ინვესტიცია არის თანხვედრაში საქართველოს გრძელვადიან განვითარებასთან“.

0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა