„გაბედე თავგადასავალში მონაწილეობა“ - ფრანგი და ქართველი დაჭრილი მებრძოლების ერთობლივი ლაშქრობა მყინვარწვერზე.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ ერთ საინტერესო ინიციატივას შეუერთდა, რომელიც ყოფილ ფრანგ ჯარისკაცს, გვინელ ბრეტონს ეკუთვნის. გვინელი აქტიურად მოგზაურობს და ქვეყნიდან ქვეყანაში საკუთარი ველოსიპედითა და ნავით გადაადგილდება. წელს იგი მსოფლიოს შემოვლას სწორედ ამ ველოსიპედითა და ნავით აპირებს. ამ მოგზაურობისას სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებშიც ღებულობს მონაწილეობის და ამით გამოხატავს ომში დაჭრილი მებრძოლებისადმი მხარდაჭერას. „გაბედე თავგადასავალში მონაწილეობა“ - ასეთია მისი მოგზაურობის გზავნილი. გვინელ ბრეტონი მოუწოდებს ყველა მსურველს, შემოუერთდნენ და შექმნან ომში დაჭრილი მებრძოლების გლობალური სოლიდარობის ქსელი. ის დარწმულებულია, რომ ეს მოგზაურობა კეთილ საქმეს ემსახურება და ბედნიერების მომტანი იქნება ყველასათვის.

საქართველოში ყოფნისას მან შეიტყო ჩვენი ფონდის შესახებ. „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ შეუერთდა ომში დაჭრილი მებრძოლების გლობალური სოლიდარობის გზავნილს და მხარდაჭერა აღმოუჩინა გვინელ ბრეტონის ლაშქრობას მწინვარწვერზე. მას ქართველი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებიც შეუერთდნენ და ეს იყო ფრანგი და ქართველი დაჭრილი მებრძოლების მიერ 5000 მეტრის სიმაღლის მყინვარწვერიდან მსოფლიოსთვის ყველა ქვეყნის ომში დაჭრილი მებრძოლებისადმი მხარდასაჭერი გზავნილის გაშვება.

გვინელ ბრეტონმა თავის შთაბეჭდილებებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ისაუბრა: https://youtu.be/xYzf53GxXNw

0 901 777 771 ზარის ღირებულებაა 1 ლარი დარეკვა